წყალტუბოში, ლიფტის შახტში 17 წლის გოგონას ჩავარდნის საქმესთან დაკავშირებით არასრულწლოვანი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოზარდი ცრუ ჩვენების მიცემის გამოა დაკავებული. მათივე განმარტებით, საქმე არ გადაკვალიფიცირებულა და ამ დრომდე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა წყალტუბოში რამდენიმე დღის წინ მოხდა.