განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ოჯახის წევრები განცხადებას ავრცელებენ. ივანეიშვილის ოჯახი გამორიცხავს მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, როგორც სახელმწიფო ქონების აუქციონზე გატანის ხელშეწყობის, ასევე მისი ინვესტორისათვის ხელსაყრელ, სახელმწიფო ინტერესისათვის საზიანო ფასად მიყიდვის თვალსაზრისით. დაკავებულის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ პროცესი წარიმართება სამართლიანად და სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.