"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო", ასეა მაგათი საქმე" - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე "ლიდერთა საბჭოს" ბრალდებებს მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის თაობაზე. ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო თავისუფალია.