წყალში გადაყრილი 8 მილიონ ლარზე მეტი საახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერგეს მონაკვეთზე მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო, ოპოზიცია ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ხელვაჩაურში, გზის ამ ნაწილის რეაბილიტაცია ახლახანს დასრულდა, თუმცა, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო გზა ამორტიზებულია და გადაადგილება რთულდება.
ოპოზიცია ხელვაჩაურის მერს, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.