კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მე-2 საერთაშორისო კონფერენცია გამართა, რომელიც წყალმომარაგების დარგის სისტემურ განვითარებას ეძღვენოდა. ღონისძიებაზე იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რაც კომპანიამ საერთაშორისო ლიდერ ბრენდებთან ერთად საქართველოში დანერგა. წყალმომარაგების მართვის გაუმჯობესება, თანამედროვე სისტემების ინტეგრაცია, მულტიფუნქციური წყალსაცავის მართვა, ზონირების კონცეფცია, აღრიცხვიანობის გაუმჯობესება და წყლის დანაკარგების ოპტიმიზაცია - ეს ის თემებია, რაზეც GWP-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. საუაბრი ასევე შეეხო სმარტ მრიცხველებსა და კომპანიის სასწავლო ცენტრის დარგის სპეციალისტების კიდევ მეტად განვითარებას.
კონფერენციას საქართველოს წყალმომარაგების სექტორისა და gwp-ის პარტნიორი კომპანიების, ასევე ევროპის ტექნოლოგიური ლიდერების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ. საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად კი ღონისძიებაში მონაწილეობა გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და დანიის წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს.