წყალმომარაგების კომპანია წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ღონისძიების ფარგლებში გუდაურში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. ტურისტებსა და სტუმრებს კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა მოადგილეებთან ერთად სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მასპინძლობს. სტუმრებს კოსტიუმებში გამოწყობილი ანიმატორები გლინტვეინით უმასპინძლდნენ და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ. წელს კომპანია გუდაურში ახალი ინფრასტრუქტურულ პროექტებს -თანამედროვე წყლის, კანალიზაციისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასიწყებს, რის შემდეგაც ტურისტული ზონა დამსვენებლებს უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.