წყალი მარგებელი”, რომელიც ჰოლდინგური კომპანიაა და მათ შორის „ნაბეღლავის“ ბრენდსაც ფლობს, იანვრიდან პროდუქციაზე ფასს გაზრდის.
როგორც კომპანიის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, რომელი პროდუქტი რამდენით გაძვირდება, თუმცა ზრდა 3-დან-15%-მდე იქნება. მისივე თქმით, ფასის მატების ძირითადი მიზეზი ლარის კურსის გაუფასურებაა.
ცნობისთვის, კომპანია „წყალი მარგებელი“ უკვე 20 წელზე მეტია „ნაბეღლავის“ მინერალური წყლის წარმოების სათავეშია. ისტორიული მინერალური წყლის ქარხნულ წარმოებასთან ერთად, კომპანია წყაროს წყალ „ბახმაროსა“ და „ჯეო ნატურას“აწარმოებს, 2017 წლიდან „წყალი მარგებელი“ ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, „რაუხის“ პარტნიორია.