წყალი, ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის თითქმის 2/3 შედგება წყლისგან. წყალი ყველაზე გავრცელებული, ნაკლებ შესწავლილი და ყველაზე ამოუცნობი ნივთიერებაა დედამიწაზე. თითქოს ერთი შეხედვით უბრალოდ წყალბადისა და ჟანგბადის შენაერთია, სინამდვილეში კი სიცოცხლის წყარო და დედამიწაზე ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის არსებობის საწყისია.
იუნესკოს მონაცემებით აღმოჩნდა, რომ დედამიწის 1 მილიარდზე მეტ მცხოვრებს საერთოდ არ მიუწვდება ხელი უსაფრთხო და დაუბინძურებელ წყალზე. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბუნებრივი წყალი, რომელიც ჟანგბადის გარდა სხვა სასარგებლო ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს და გარკვეული რაოდენობით რადიოაქტიურ გამოსხივებას. გარდა ამისა, თავისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობის წყალობით, ბუნებრივი წყალი იწვევს განსაკუთრებულ, აუცილებელ სასიცოცხლო და იმუნურ რეაქციებს ორგანიზმში.