მალე მოვალთ შენამდე, მალე... წყალი ხომ არ უნდა, კითხეთ - მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების დახმარებას ცდილობენ - Palitra News

მალე მოვალთ შენამდე, მალე... წყალი ხომ არ უნდა, კითხეთ - მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების დახმარებას ცდილობენ

2021-10-08 13:02:27+04:00

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი პირი სამაშველო ბრიგადასთან კონტაქტზე გავიდა.

როგორც „პალიტრანიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში მაშველები ნანგრევებიდან მათ გამოყვანას ცდილობენ.

გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი სხვა ადამიანების სამძებრო სამუშაოებიც. ამის გარდა, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი.

ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა აჭარის პოლიციის წარმომადგენელმა ირაკლი ბასილაძემ. მისი განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება.