წყალდიდობის შედეგად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში 50 მეტრიანი ხიდი დაზიანდა. საავტომობილო ხიდი, რომელიც ახუთს ჩხოროწყუსთან აკავშირებს ავარიულია და მასზე მოძრაობა აიკრძალა. არსებულ ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვაენთის გუბერნატორი ლევან შონია და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი გაეცნენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხიდი იმდენად ავარიულია, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მის ნაცვლად ახალი ხიდი აშენდება. გუბერნატორი და ინისტრის მოადგილე ზუგდიდში, ჩხოროწყუში, მარტვილსა და სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს პირადად გაეცნენ. უხვმა ნალექმა ძირითადი პრობლემები შიდა გზებს, ხიდბოგირებს და გაბიონებს შეუქმნა. სტიქიის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საგანგებო შტაბები და ზარალის დამთვლელი კომისიები.