უამინდობამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა. ქუთაისში წვიმისა და წყალდიდობის შედეგად გზები, სახლები, საავადმყოფო, სავაჭრო ობიექტები და იუსტიციის სახლი დაიტბორა. უამინდობა პრობლემები შექმნა აჭარაშიც. ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, წაქცეულია ხეები და სოფელ თხილნართან მეწყერი ჩამოწვა. შავ ზღვაზე 7 ბალიან შტორმს ელოდებიან, მაღალმთიანეთში კი თოვს.
იხილეთ: წყალში ჩაძირული ავტომობილები - რა ხდება ქუთაისის პარლამენტთან?