ესპანეთში წყალდიდობის შედეგად 26 წლის გოგონა დაიღუპა. გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა მალაგასა და მის ირგვლივ მდებარე დასახლებული ტერიტორიები. მეტეოროლოგები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. რეგიონში წითელი ფერის განგაშის დონე გამოაცხადდა.