ვარხანში, სოფელ აბასთუმანსა და არალში წყალდიდობაა. ძლიერი წვმის გამო ადიდებული მდინარე ოცხე ვარხანსა და სოფელ აბასთუმანში ადგილობრივებს სახლებსა და ეზოებში შეუვარდა. თითქმის მთლიანად დაიტბორა პირველი სართულები, დაზიანდა ხიდები, დაიხოცა შინაური ფრინველი.შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველი პირები. გამგებლის ზაქარია ენდელაძის თქმით, ადგილობრივი ტექნიკა უკვე მუშაობს. ასევე ეხმარება ახალციხისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა."ვფიქრობთ, სტიქიას ერთობლივი ძალებით თავს გავართმევთ" – აცხადებს ზაქარია ენდელაძე.უხვმა ნალექმა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დააზიანა სოფელ არალშიც.
წყარო: tv9news.ge