02:22
27 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ ვიმყოფები - ალექსანდრე ლუკაშენკო
14-08-2020

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ცოცხალია და ქვეყანა არ დაუტოვებია. „დავიწყოთ იმით, რომ ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ ვიმყოფები, როგორც ამას ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს. დღეს 14 აგვისტოა და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს ვმართავ“-განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, ქვეყნის მტრები მის წინააღმდეგ მუშათა კოლექტიური საპროტესტო აქციების აგორებას ცდილობენ.  „თუ ხალხს მუშაობა სურს, აგერ არის სამუშაო ადგილები. ჩვენ ძალით ვერ მივიყვანთ ხალხს სამუშაოზე. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გავჩერდებით, წარმოებას ვერასდროს ამოვქოქავთ. ჩვენ ამ ჭაობისკენ გვიბიძგებენ. ხალხს ეს უნდა ავუხსნათ“, – განაცხდა ბელარუსის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით ლუკაშენკომ ხმათა 80% აიღო, რასაც ოპოზიცია უნდოებლობას უცადებს და მას ბრალს არჩევნების გაყალბებაში სდებს.

AutoPlay
მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ პარლამენტთან აქცია გამართა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ვლადიმერ ზელენკსიმ სამხედრო ჰოსპიტალში ავიაკატასტროფისას გადარჩენილი კურსანტი მოინახულა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ბელარუსში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა, მოვითხოვ, გამოძიება სწრაფად და ობიექტურად ჩატარდეს - ვლადიმერ ზელენსკი
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები