2021 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოდან ცოცხალი თხებისა და ცხვრების ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2020 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან 156 ათასი ამერიკული დოლარის ცოცხალი ცხვრისა და თხის ექსპორტი განხორციელდა; 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან 2 მილიონ 458 ათასი დოლარის ღირებულების ცოცხალი თხა და ცხვარი გავიდა.
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც 2021 საქართველოდან ცოცხალი ცხვრები და თხები გაიყიდა, ლიდერობს საუდის არაბეთი - მილიონ 698 ათასი დოლარის ექსპორტით; მას მოსდევს ქუვეითი, სადაც 457 ათას 500 დოლარის ცხვარი და თხა გავიდა; მე-3 ადგილზეა აზერბაიჯანი - 128 ათას 200 დოლარის ექსპორტით; მე-4 ადგილზე კი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, სადაც ექსპორტმა - 175 ათასი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს პირველ ორ თვეში საექსპორტო ქვეყნებს შორის მხოლოდ საუდის არაბეთი იყო.