საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა შიმშილობა დაიწყეს. განცხადება ამის შესახებ გამსახურდიებმა მთავარ პროკურატურასთან გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.მათი თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის და საქმე დაიხურება. შესაბამისად, შვილების მოთხოვნაა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ზვიად გამსახურდიას შვილები აცხადებენ, რომ საქმეზე ბრალი უნდა წარედგინოს სპეცრაზმ „ალფას“ მაღალჩინოსანს, რომლის ბრალეულობაც მათივე თქმით, გამოკვეთილია და, რომელიც პროკურატურამ ერთი თვის წინ დაკითხა.