გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსმა, გიორგი ნასრაშვილმა ისაუბრა კვლევის შედეგებზე, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა (ე.წ. ზონალური საბჭო) საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირებს შორის მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები გვხვდებიან. კვლევაში აღნიშნულია, რომ ზონალური საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირებს შორის გვხვდებიან ისეთი პირებიც, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ან წარსულში იყვნენ დაკავშირებული მმართველ პოლიტიკურ პარტიებთან.
ანალიტიკოსის განცხადებას უპასუხა ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა.