ჯამრულ მურღუევი 81 წლის არის და ბოლო 25 წელია რაც პირიქითა ხევსურეთში, სოფელ ბახაოში, შატილიდან დაახლოებით 25 კმ-ში ცხოვრობს. სამანქანო გზა მხოლოდ არდოტამდეა, მას იქით კი დაახლოებით 4 კილომეტრის გავლა ფეხით, დანგრეულ ხიდებსა და უსწორმასწორო მთებზე უწევს.
როგორც თვითონ ამბობს მთაში ცხოვრებას არაფერი ურჩევნია, თუმცა აქ გადმოსვლის მიზეზი საბოლოოდ მაინც სხვა გახლდათ. ბარში რაც გააჩნდა ყველაფერი გაყიდა, ნახევარ მილიონზე მეტი მანეთი რა თქმა უნდა დაკარგა.
პირობები ნამდვილად ძალიან რთული აქვს, თუმცა ჯერჯერობით თავის მოვლას მაინც ახერხებს, კეთილ მოხუცს ერთი რაც აშინებს ზამთარია, რასაც ჰგონია, რომ წელს უკვე ვეღარ გაუძლებს. ეშინია, რომ სიცივესა და თოვლში პროდუქტები და საწვავი შეშა გამოელევა.ნანობს, რომ ოჯახის შექმნა ვერ შეძლო, როგორც თვითონ ამბობს მოიკოჭლა, მიუხედავად ამისა ცდილობს, რომ გული არ გაიტეხოს და იცხოვროს იმით, რაც აქვს.