ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა. შსს-მ ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.