კომპანია Legendary Television-ი ფრენკ მილერის კომიქსის მიხედვით, „ცოდვების ქალაქი“ (Sin City) სერიალს გადაიღებს. Deadline-ს ცნობით, ფრენკ მილერმა კომპანიასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით, ასევე გადაიღებენ ანიმაციურ სერიალს „დიდები“, რომლის კომიქსის ავტორიც ეს სცენარისტია.