აპრილის თვის დასაწყისში ბრიტანეთის სამეფო ოჯახს პრინცი ფილიპი დაბადებიდან მეასე წლის თავზე გამოაკლდა. დაკრძალვის ცერემონიიდან დღემდე არ წყდებოდა საუბარი იმის შესახებ, თუ ვის დარჩებოდა მისი ქონება, რომელიც 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოიცავს.როგორც The Sun-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, ანდერძის თანახმად, ქონების უმეტესი ნაწილი დედოფალი ელიზაბეტის მფლობელობაში გადავიდა, ვინაიდან ის ფილიპის არაერთ აქტივს მართავდა აქამდეც. ქონების გარკვეული ნაწილი პრინცი ფილიპის სამ დამხმარესაც ერგო. რაც შეეხება სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს, ირკვევა ისიც, რომ შვილიშვილებს შორის ქონება თანაბრად გადანაწილდება და იმის მიუხედავად რომ პრიცმა ჰარიმ სამეფო ტიტულზე უარი თქვა წილი მასაც ერგება.