პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და 60 წელს ზემოთ მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან.
დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ყველაზე მაღალ რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან ჯანდაცვის მუშაკები, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები. მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა უფასოდ მიეწოდება C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეშ მყოფ ადამიანებსა და აივ ინფიცირებულებს.
ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო, ამ ეტაპზე საქართველოში გრიპის 43 ათასი დოზა ვაქცინაა შემოსული.