უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე არიან. ისინი იმ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა სიაში არიან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაასაჯაროვა. შეგახსენებთ, რომ შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის პოსტს 2018 წლის 16 ივლისიდან იკავებს. მანამდე კი 3 თვის განმავლობაში, 2018 წლის აპრილიდან ივლისამდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2012-2018 წლებში მას მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ეკავა. რაც შეეხება მამუკა ვასაძეს, ის 2015 წლის 30 ნოემბრიდან საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.