ცნობილია თარიღი თუ როდის შეძლებენ სტუდენტები სწავლის გაგრძელებას აუდიტორიებში - Palitra News

ცნობილია თარიღი თუ როდის შეძლებენ სტუდენტები სწავლის გაგრძელებას აუდიტორიებში

2020-09-28 12:04:42+04:00

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აჭარის რეგიონის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადა, 19 ოქტომბერს სწავლას აუდიტორიებში განაახლებენ პროფესიული სასწავლებლებიც. მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ზედმიწევნით დაიცვანა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.