04:58
21 აპრილი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ცნობილია თარიღი თუ როდიდან განაახლებს საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანას
25-02-2021

სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ.

მათი ინფორმაციით, კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

როგორც საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, ბილეთების გაყიდვა ონლაინ დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან, კერძოდ 26 თებერვლიდან გაიხსნება.

რაც შეეხება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

AutoPlay
ნინო ლომჯარია - პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს, ჩემი რეკომენდაციაა, ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღოს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
სამადაშვილი - თუ ხელისუფლება სხვა მექანიზმებს არ გამოიყენებს მელიას გასათავისუფლებლად, შეთანხმების თანახმად, ბიუროზე ამნისტიის კანონი უნდა დარეგისტრირდეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
თალაკვაძე - მელიასთან დაკავშირებით არსებობს გირაოს უზრუნველყოფა და ამნისტიის პროექტი, რომლის ინიცირებას და მიღებასაც რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ესაჭიროება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ბადრი ჯაფარიძე - შეიძლება ისეთი სამართლებრივი საფუძვლის გამონახვა, რომელიც ადამიანისგან მოარლურ კომპრომისს არ მოითხოვს და ეს უნდა გამოინახოს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ხელმომწერ მხარეებს ველით პარლამენტში - არჩილ თალაკვაძე
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ნადირაძე ნადირაძე
25-02-2021
შემდეგ რეისებზე აღადგენს: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი.,,.,........meti sxva ra mimartulebe rheba daketili eseni rom xsnis rkinigza
სხვა სიახლეები