ცნობილია თარიღი თუ როდის განაახლებენ სწავლას მოსწავლეები საკლასო ოთახებში - Palitra News

ცნობილია თარიღი თუ როდის განაახლებენ სწავლას მოსწავლეები საკლასო ოთახებში

2021-02-04 11:11:13+04:00

მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას საკლასო ოთახებში განაახლებენ. შესაბამსისი გადაწყვეტილება და არსებული რეგულაციის შემსუბუქება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაანონსა. თუმცა არაფერი თქმულა ბაგა ბაღებში საამღზრდელო პროცესის განახლებასა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ.