13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო იყო შეჩერებული.
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა.
ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.