ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ნოემბრის შესრულების ანგარიშგება გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 10 მილიარდ 678 მილიონ 637 ათას 700 ლარი; შემოსავლებმა კი 9 მილიარდ 499 მილიონ 191 ათას 800 ლარი ანუ წლიური საპროგნოზო მოცულობის 92.1% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა 17 მილიონ 378 ათას 700 ლარი ანუ წლიური საპროგნოზო მოცულობის 386.2% შეადგინა. მათ შორის, მიწის გაყიდვიდან ფაქტობრივად მიღებულია 6 მილიონ 610 ათას 300 სლარი, რაც წლიური საპროგნოზო მოცულობის 220.3%-ია. ცნობისთვის, მიწის გაყიდვიდან მისაღები თანხის საპროგნოზო მოცულობა 3 მილიონი ლარი იყო.