დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ივლისიდან ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია თანდათან კიდევ უფრო გაძლიერდება. ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა მწარმოებლებთან და ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.
მისი თქმით, მასობრივი იმუნიზაცია სავალდებულო ვაქცინაციას არ გულისხმობს.