სერიალ „მოსიარულე მკვდრები“ მეორე სპინოფის თიზერი გამოქვეყნდა.
ვიდეორგოლში პროექტის სახელწოდებაა „The Walking Dead: World Beyond“. სერიალის სიუჟეტის ცენტრში ზომბი აპოკალიფსის დროს გაზრდილი ბავშვები იქნებიან, რომლებიც კედლებით გარშემორტყმულ თავშესაფარში ცხოვრობენ. მაგრამ მათ ეს უსაფრთხოება ბეზრდებათ და ნამდვილი სამყაროს ნახვას გადაწყვეტენ
სერიალი ტელეკომპანია AMC-ს ეთერში 2020 წლის გაზაფხულზე გავა.