მაშველი ძაღლი, რომელიც 2017 წელს მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა, პენსიაზე გავიდა.ძაღლი სახელად ფრიდა სამაშველო ოპერაციებში 9 წლის განმავლობაში მონაწილეობდა. 24 ივნისს მექსიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ლაბრადორ ფრიდასპატივსაცემად ცერემონია გამართა.
ფრიდამ მექსიკაში 53 სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. მექსიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, ლაბრადორმა 12 ადამიანი გადაარჩინა და 40 ცხედარი იპოვა. ფრიდას ფოტო, სახეზე დამცავი ნიღბით, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და მიწისძვრის შემდეგ მექსიკაში იმედის სიმბოლოდ იქცა. მექსიკაში მიწისძვრა2017 წელს მოხდა და 300 ადამიანი დაიღუპა. მაშველი ძაღლი 10 წლისაა.
„გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ფრიდას სამაშველო ნიღაბი და ფეხსაცმელი კედელზე ჩამოკიდეს, ხოლო ძაღლს საჩუქრად სათამაშო გადასცეს.