ცნობილი გახდა იმ მუსიკოსების სრული სია, რომლებიც 2019 წლის Super Bowl-ზე გამოვლენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გრანდიოზული სპორტული მოვლენის მთავარი შემსრულებელი იქნება ჯგუფი Maroon 5, რომელსაც შეუერთდებიან რეპერი ტრევის სკოტი და დუეტ „აუტკასტის“ მონაწილე Big Boi.
პერფორმანსისგან თავი შეიკავეს რიანამ და კარდი ბიმ. მომღერლებს არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ ამერიკული „ფეხბურთის ეროვნულმა ლიგამ“ (NFL) აკრძალა ფეხბურთელ კოლინ კაპერნიკის ჟესტი, რომლითაც მან გააპროტესტა აფროამერიკელების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე. ამერიკული ფეხბურთის სეზონის მთავარი მატჩი ატლანტაში 3 თებერვალს გაიმართება.