საფრანგეთში ცნობილი ესპანელი ტორეადორი კორიდის დროს დაიღუპასაფრანგეთში, ესპანეთის საზღვართან მდებარე ქალაქ მონ-დე-მარსანში კორიდა გაიმართა, სადაც ცნობილი ესპანელი ტორეადორი ივან ფანდინო დაიღუპა.36 წლის ივან ფანდინო პროფესიონალი მატადორი იყო და კორიდაში 12 წლის განმავლობაში მონაწილეობდა.გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, ტორეადორს ხარის გასაღიზიანებელ წითელ ნაჭერში ფეხები გაეხლართა და მიწაზე დაეცა, რა დროსაც ხარმა მას სასიკვდილო ჭრილობა ფილტვის არეში მიაყენა.დაშავებული ტორეადორი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.