ჩინელი ფემინისტების გაერთიანებები და მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები შეშფოთებულები არიან, რადგან აღიარებული ჩოგბურთელის პენ შუაის ადგილსამყოფელი მას შემდეგ არავინ იცის, რაც მან ჩინეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი სექსუალურ ძალადობაში საჯაროდ დაადანაშაულა.პენ შუაი, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ამტკიცებდა, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი გაოლი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა.ცნობილია, რომ ჩინეთში ინტერნეტი დიდი ცენზურის ქვეშაა, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ჩოგბურთელის პოსტი მალევე წაიშალა და მის პირად ანგარიშზე კომენტარების ფუნქციაც კი დღემდე გათიშულია.მიუხედავად ამისა, სოციალურ მედიაში ე.წ. "სქრინები" მაინც ვრცელდებოდა, რის გამოც ნებისმიერი სიახლე, რომელშიც სიტყვა "ჩოგბურთი" იყო ნახსენები, ასევე დაიბლოკა.