51 წლის ასაკში ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში მსახიობსა და ტელეწამყვანს მძიმე სენთან ბრძოლა უწევდა. მას მოულოდნელად სიმსივნე აღმოუჩინეს, რის გამოც ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა.მისი გარდაცვალების შესახებ ბასტი-ბუბუს ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამრიკო სხვიტარიძე წერს.
"აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის - წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.... გოგიჩა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს" - წერს სხვიტარიძე.