წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში ჩარტერული რეისით დღეს, 23:30 საათზე, ჩამოიტანენ. ამის შესახებ „პილიგრიმ ტურსის“ დამფუძნებელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.მისივე თქმით, მათი ტურისტული ჯგუფის წევრებს ისრაელის საზღვარზე შესვლისას პრობლემები არ შექმნია. ლაშა ჟვანიამ აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლისას ტრადიციულად სხვადასხვა ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლების სიმრავლეს გაუსვა ხაზი.
იხილეთ: