20 მარტს, წმინდა სინოდი ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით სხდომაზე ზოგადად ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე იქნება მსჯელობა.
ამასთან, ჯაღმაიძე არ აკონკრეტებს მიიღებს თუ არა ეკლესია რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის ზიარების წესთან დაკავშირებით. ცნობისთვის წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში 20 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.