საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად ტარდება. სინოდი ბოლო პერიოდში დაგროვილ, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს. სინოდის დღევანდელ სხდომაზე, შესაძლოა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილონ. როგორც დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მას აქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ დღეს სამღვდელოების ერთი ნაწილი, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე მოკვლევას ატარებდა, დეკანოზის შესაძლო დანაშაულზე საკუთარ შეფასებას სინოდის წევრებს გააცნობს. რამიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ერთმა ჯგუფმა ასევე მამა გიორგი მამალაძისთვის დეკანოზის წოდების ჩამორთმევაც მოითხოვოს.