წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს 30-მდე მედპერსონალი თვითიზოლაციაშია. როგორც "პალიტრანიუსს" საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, პაციენტს, რომელიც აღნიშნულ კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა, საკარანტინე სივრცის დატოვებამდე ერთი დღით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე განმარტებით, 30-მდე მედპერსონალი თვითიზოლაციაში სწორედ აღნიშნულის გამო გადავიდა.
როგორც ლურსმანაშვილა აღნიშნა, კლინიკის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ, თუმცა კორონავირუსი არავის გამოვლენია. რაც შეეხება პაციენტს, ის თეთრიწყაროდანაა, რომელიც კონტაქტის გამო გუდაურში, საკარანტინე სივრცეში იყო გადაყვანილი და ვირუსზე პირველადი ტესტიც იქ ჩაუტარდა.