წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში კონფერენცია სახელად ”სწავლება წარმატებისთვის” ჩატარდა. კონფერენცია ”ბრიტანეთის საბჭოსა” და ”წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის” ერთობლივი უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამის დასკვნითი ნაწილი იყო. კონფერენციის პირველ ნაწილში მომხსენებლებმა ისაუბრეს ”სწავლება წარმატებისთვის” მიდგომის ძირითად მახასიათებლებზე, უწყვეტი პროფესიული განვითარების კონცეფციასა და მისი განვითარების საშუალებებზე. კონფერენციის მეორე ნაწილში კი 40-მდე პედაგოგმა პრაქტიკულ სემინარებსა და ვორქშოფში მონაწილეობა მიიღო. უწყვეტი პროფესიული განვითარების პროექტი 6 თვის წინ დაიწყო და მის ფარგლებში ”წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის” ინგლისური ენის 5 პედაგოგი გადამზადაა.