13:24
30 მაისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"წმინდა გიორგი სწრაფად შემწე და დამხმარეა ყველა გაჭირვებული ადამიანის" - პატრიარქმა ქადაგებისას ბავშვობა გაიხსენა
06-05-2017

წმინდა გიორგი სწრაფად შემწე და დამხმარეა ყველა გაჭირვებული ადამიანის, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქაშუეთის ეკლესიაში წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა ყველას მიულოცა წმინდა გიორგის დღესასწაული.

პატრიარქმა ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის მამას ერქვა გიორგი და გიორგობის დღესასწაულზე განსაკუთრებული ზეიმი იყო მათ სახლში. მისივე თქმით, საქართველოში 12 მეფე იყო, რომელსაც გიორგი ერქვა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაული პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიულოცა. ქაშუეთის ეკლესიაში წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ წირვა-ლოცვას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.

AutoPlay
15 ივნისიდან საბერძნეთი საზღვრებს 29 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის
გამოქვეყნდა 38 წუთის წინ
აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს
გამოქვეყნდა 39 წუთის წინ
აჭარაში გასულ ღამეში ახალ კორონავირუსზე 426 პირი გამოიკვლიეს, ყველას პასუხი უარყოფითია
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
რუხის საავადმყოფოში რამდენიმე კოვიდინფიცირებულის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების საკითხები განიხილეს
გამოქვეყნდა 42 წუთის წინ
თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
გამოქვეყნდა 53 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები