წლის ბოლომდე სხვადასხვა უწყებების ავტოპარკი დაახლოებით ათასი ავტომობილით შემცირდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა ათასამდე მანქანა სარეალიზაციოდ ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა. გაყიდული მანქანებიდან მიღებული თანხებით კი პატრულისთვის, გარემოსდაცვითი ოპერაციებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის სპეციალური ავტომობილების შეძენა მოხდება.
გარდა ამისა, პრემიერის ცნობით, მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება აქვს. შედეგად, დაახლოებით 500 ე.წ. მიკუთვნებული მანქანა სამორიგეო პარკში გადაინაცვლებს.