თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისში ჭარბი ავტომობილების პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ინდივიდუალური ტრანსპორტის გადაადგილების შემცირებაა. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მთავრობის სტრატეგია სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისკენაა მიმართული, რომ ის გაცილებით კომფორტული და სწრაფი გახდეს.
მერი მოსახლეობას დაჰპირდა რომ წლის ბოლოსთვის ქალაქში "ყვითელი ჯართი" აღარ იმოძრავებს.