წლის ბესტსელერი წიგნის ქართველი ავტორის ნომინაციაში გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ავტორმა, ნიკოლოზ ტოტოღაშვილმა გაიმარჯვა.ავტორს ჯილდო წიგნისთვის - "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" გადაეცა.
დაჯილდოება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით "წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში გაიმართა.
ასოციაციამ ასევე გამოავლინა ბესტსელერი ავტორები შემდეგ ნომინაციებში: დოკუმენტური პროზა, ქართულად თარგმნილი წიგნი და საბავშვო წიგნი.