ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ გამოყოფილ 2 მილიარდი ლარის ოდენობის პაკეტით შემუშავებულია ის ზომებიც, რომლებიც ბიზნესს დაეხმარება. მინისტრის თქმით, მთავრობა აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას, რათა მან შეძლოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება.
ამასთანავე, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მთავრობა მზადაა მოსახლეობის იმ ნაწილს დაეხმაროს, რომელმაც სამუშაო ადგილები დაკარგა. მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა სახის დახმარების გაწევას გეგმავს მთავრობა უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის თუმცა აღნიშან რომ ეს იქნება იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ბიუჯეტსა და ეკონომიკას აქვს.