ისლანდიური სამზარეულო ისლანდიისთვის დამახასიათებელი კერძებისა და სასმელების ერთობლიობაა. მას დიდი ხნის ისტორია აქვს. ისლანდიური სამზარეულოს მნიშვნელოვანი ელემენტები მოიცავს: ცხვრის ხორცს, რძესა და თევზს. თევზის პოპულარობა ქვეყნის მდებარეობამ განაპირობა, რადგან ისლანდია ყველა მხრიდან ოკეანითაა შემორტყმული. ისლანდიური სამზარეულოს გამორჩეული კერძებია: სკირ, ჰანგიკიოტ (შებოლილი ცხვრის ხორცი), კლეინურ, ლაუფაბრაუთ და ბოლლურ. თორრამატურ არის ტრადიციული ფურშეტი, რომელიც შუა ზამთრის ფესტივალისთვის, თორრაბლოტისთვის მზადდება.