პარლამენტის თავმჯდომარემ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“ დასკვნითი შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „რუსთავი2“ არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი და ის უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებსწართმეულ ქონებას. კობახიძის განცხადებით, სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ის პარტია და ის ტელევიზია ახორციელებს, რომელთაც რევანშის დაუოკებელი სურვილი აქვთ. მისივე თქმით, მიზანმიმართულ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ აწარმოებს, რომლებსაც აქბთ რევანშის დაუოკებელი სურვილი.