2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 779 ათას 400 ტონა შეადგინა, რაც 35 ათასი ტონით ანუ 4,3%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
კავშირის შეფასებით, განსაკუთრებით შემცირებულია დიზელის საწვავის იმპორტი კერძოდ: 2019 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა 376 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 33 ათას 100 ტონით ანუ 8%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება ბენზინს, საანგარიშო პერიოდში მისმა იმპორტმა 403 ათას 400 ტონა შეადგინა, რაც 2 ათასი ტონით ანუ 0,5%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.