ჰასან ალ კონტარის 7 თვიანი ცხოვრება მალაიზიის აეროპორტში დასრულდა. სირიელმა მამაკაცმა 2 თვე მალაიზიის დაკავების ცენტრში, 7 თვე კი - კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გაატარა. სირიელი კონტარი აეროპორტში ცხოვრების შესახებ "ტვიტერზე" მიმდევრებს იუმორით, ფოტოებითა და ვიდეოებით სისტემატურად უყვებოდა.3 7 წლის მამაკაცი, საბოლოოდ, ორგანიზაციების - "ბრიტანეთის კოლუმბიის მუსულ-მანთა ასოციაციისა" და "კანადის ზრუნვის ასოციაციის" დახმარებით კანა-დაში, ვანკუვერში ჩაფრინდა.
"თავისუფლების პირველი დღე მინდა სუფთა ჰაერზე სეირნობით აღვნიშნო, მივიღებ ცხელ შხაპს და დავლევ ყავას მეგობრებთან ერთად," ჩამოვედი და არ მჯერა, აღელვებისგან ვერ დავიძინე. სასტუმროში სამსახური მელოდება, როგორც კი დავისვენებ, მუშაობას შევუდგები. მივხვდი, რომ ცხოვრებაში არის მომენტები, რომელიც ბევრად ლამაზია, ვიდრე ოცნებები,“ - ამბობს კონტარი.