ამერიკულმა ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია PETA-მ (People for the Ethical Treatment of Animals), ჰოლივუდის მსახიობი ხოაკინ ფენიქსი "წყლის ადამიანად" დაასახელა. "ჯოკერის" მთავარი როლის შემსრულებელმა საპატიო წოდება ჩვენი პატარა ძმების მიმართ ეთიკური დამოკიდებულებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის მიიღო. მომავალმა მსახიობმა ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში ხორცის მიღებაზე უარი თქვა. ხოაკინი მიიჩნევს, რომ ცხოველების მკვლელობა ბეწვის მისაღებად - ბარბაროსობაა. ფილმ "გლადიატორის" გადაღებისას, მსახიობმა მტკიცედ განაცხადა, რომ მხოლოდ ხელოვნური ტყავის კოსტუმში გადაიღებდა. რამდენიმე წლის წინ, ჰოლივუდის ვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო დოკუმენტურ ფილმში "დედამიწელები", რომელიც ასახავს ცხოველების ექსპლუატაციას. ხოაკინ ფენიქსი ფილმში შეტანილი წვლილისთვის, სანტიაგოს კინოფესტივალზე Humanitarian Award-ის პრემიით დააჯილდოვეს. "ხოაკინ ფენიქსი არასოდეს უშვებს შესაძლებლობას, საზოგადოებას ვეგანური ცხოვრების საუკეთესო მაგალითი აჩვენოს", - ამბობს ორგანიზაცია "პეტას" წარმომადგენელი. გასულ წყლებში, ავტორიტეტულმა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ წლის ადამიანად რომის პაპი ფრანცისკე დაასახელა. ასევე - ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და მსახიობი ანჟელიკა ჰიუსტონი.